|
2015-08-14 00:01:15, 1680 ნახვა
სხვადასხვა
საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი დარახველიძემ განზრახ მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ ცნო. კოჭლოშვილს სხვისი ნივთის დაზიანებისა (საბი ბერიანის ბინაში ხანძრის გაჩენის) და ტრანსგენდერი ქალის ბიანკა შიგუროვას ცემისთვის ჯამურად 4 წელი პატიმრობა შეეფარდა. ბერიანის განზრახ მკვლელობაში კი სასამართლომ კოჭლოშვილი უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია არასამთავრობო სექტორისა და მოკლულის ოჯახის ადვოკატისთვის. უფლებადამცველი აცხადებს, რომ საქმეში მკვლელობის იარაღი და სხვა მტკიცებულელები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი უნდა გამხდარიყო. საბი ბერიანის მკვლელობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს – ამ მოთხოვნით, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი პეტიციას ავრცელებს და საქართველოს პროკურატურას მიმართავს. პეტიციაში ნათქვამია, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ლგბტ თემს შორისაც კი ყველაზე მეტად მოწყვლადი და გარიყული ჯგუფია. WISG-ის ცნობით, ისინი მუდმივად განიცდიან დევნას, შევიწროებას და ძალადობას. შეგახსენებთ, ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი 2014 წლის 11 ნოემბერს მოკლეს. მისი ცხედარი სამაშველო სამსახურმა აღმოაჩინა, რომელიც საცხოვრებელ სახლში ხანძრის ჩასაქრობად მივიდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)