|
2020-04-19 15:51:39, 1736 ნახვა
საზოგადოება
ქვეყნის მასშტაბით 54 მუნიციპალური სასაფლაო ჩაკეტილია
ქვეყნის მასშტაბით 54 მუნიციპალური სასაფლაო ჩაკეტილია. დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ გზებს სამართალდამცველები აკონტროლებენ. რეგიონში პოლიციასთან ერთად გზებზე სამხედროებიც დგანან. ჩაკეტილია სასაფლაოებამდე მისასვლელი გზებიც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან განლაგებულნი. ანალოგიური ვითარებაა ვაკე-საბურთალოს გზაზეც. ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული. სამართალდამცავები ასევე მეორეხარისხოვან გზებსაც აკონტროლებენ, რომლებიც სასაფლაოებს უკავშირდება. ისინი ავტომობილებს არც ამ გზის მიმართულებით არ ატარებენ. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით სასაფლაოებზე შეზღუდვები დაწესდა. საქართველოს მთავრობის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით იკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)