04:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-18 10:16:07, 1585 ნახვა

კომენტარი
„საპარტნიორო ფონდის“ განცხადებით, ფონდს მთავრობის მხრიდან არ ჰქონია დავალებული ქვეყანაში COVID-19-ის ტესტერებისა და პირბადეების იმპორტი

„საპარტნიორო ფონდი“ გამოვეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „საპარტნიორო ფონდს“ მთავრობის მხრიდან დავალებული ჰქონდა COVID-19-ის ტესტერებისა და პირბადეების იმპორტი, რაც ტელეკომპანიის თქმით, ფონდმა ჩააგდო.

ფონდში განცხადებით, რომ მათ მთავრობის მხრიდან არ ჰქონია დავალებული ქვეყანაში COVID-19-ის ტესტერებისა და პირბადეების იმპორტი, შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ფონდში აღნიშნავენ, რომ „საპარტნიორო ფონდის“ მანდატში არ შედის  ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების განხორციელება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელებულ  აბსოლუტურად ცრუ ინფორმაციას, თითქოს „საპარტნიორო ფონდს“ მთავრობის მხრიდან დავალებული ჰქონდა COVID-19-ის ტესტერებისა და პირბადეების იმპორტი, რაც ტელეკომპანიის თქმით, ფონდმა ჩააგდო.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფონდს მთავრობის მხრიდან  არანაირი  მგავსი დავალება   არ მიუღია, ასევე, არანაირი შეხება არ ჰქონია ქვეყანაში COVID-19-ის ტესტერებისა და პირბადეების იმპორტთან, უფრო მეტიც, „საპარტნიორო ფონდის“ მანდატში არ შედის  ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების განხორციელება“, - განაცხადეს "საპარტნიორო ფონდში".





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics