|
2020-04-15 21:17:41, 1700 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი - მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება
პრემიერ-მინისტრის მრჩეველის საერთაშორისო საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება. მისი თქმით, მცირე ზომის ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან, „ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვას კანონი და არ დაიხუროს ეკლესიები და დაცული იქნეს სოციალური დისტანცირება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლეზე ზრუნვის მიზნით. ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. კერძოდ, დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს მინიმუმ 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია, ხოლო მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. ამასთან, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდატის საათის გათავალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის განუხრელ დაცვას. მოვუწოდებთ მოქალქეებს, რომ ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებში დაწესებული ე.წ. კომენდატის საათის დრო საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იზღუდება ყოველგვარი გადაადგილება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)