17:12 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 11:25:29, 1554 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი სპეციალური საგუშაგო კიკეთში განთავსდება

კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი სპეციალური საგუშაგო კიკეთში განთავსდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ფეისბუქით“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

„გუშინ დამატებითი შეზღუდვები დაწესდა, რომლის თაობაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა დედაქალაქის მერიაში, განსაკუთრებით კიკეთში მცხოვრები ადამიანების მხრიდან, რადგან კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი იყო სპეციალური საგუშაგო, სადაც პოლიცია და ჯარია განთავსებული და კიკეთი თბილისის მიღმა რჩებოდა.

შესაბამისად, ჩვენ არსებული მდგომარეობა გავითვალისწინეთ და ეს საგუშაგო გადაიწევს კიკეთში ისე, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს, ან ისინი, ვინც ყოველდღიურად ადის-ჩამოდის და იქ იმყოფება, მათ არანაირი პრობლემები არ შექმნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics