|
2015-08-12 17:08:42, 1497 ნახვა
სხვადასხვა
მირზაშაფის პროექტში ცვლილებები განხორციელდა
დედაქალაქი საკრებულოში აბანოთუბანში, მირზაშაფის ქუჩაზე მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული პროექტის დამტკიცების საკითხი უნდა განიხილონ. ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, გოჩა ბაბუნაშვილის განცხადებით, „კენპინსკის“ მეირ წარმოდგენილი კორექტირებული პროექტით, ფართების მოცულობა დაახლოებით 4 ათასი კვადრატული მეტრით შემცირდა, მოიხსნა სართულიანობა, დაემატა გამწვანების დეტალები. მისივე თქმით, ამ პროექტში 60 მილიონი დოლარი ჩაიდება და მშენებლობის პროცესში დაახლოებით 2-3 ათასი ადამიანი დასაქმდება. ბაბუნაშვილი ვარაუდობს, რომ პროექტი 2 წელიწადში დასრულდება და ამის შემდეგ ადგილზე დაახლოებით 1500-2000 ადამიანი უმიშავებს. „ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. ცნობილმა არქიტექტორებმა, ურბანისტებმა, ყველამ ერთად აღიარა, რომ ეს პროექტი არის ერთ-ერთი საუკეთესო. ვფიქრობ, საღი აზრი გაიმარჯვებს და დეპუტატები მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ბაბუნაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)