17:48 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-08 20:18:07, 1421 ნახვა

რეგიონი
შუახევი ჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო

შუახევი ჰესის ჰიდროელექტრო სადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო. პირველ ეტაპზე გაეშვა შუახევიჰესი (178 მგვტ), ხოლო  სხალთა ჰესის (9 მგვტ) ოპერირებაში შესვლა გაზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება.

,,შუახევი ჰესმა წარმატებით გაიარა ოპერირებაში შესვლის ყველა ეტაპი და ჩვენ კომერციული ოპერირება დავიწყეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას უკვე იღებს საქართველოს მოსახლეობა“, - ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა განაცხადა.

,,რამდენიმე თვეში ოპერირებაში შევა ასევე სხალთა ჰესი, რის შემგომაც უკვე შუახევის ჰესების კასკადი მთელი სიმძლავრით ამუშავდება. ჩვენ გვჯერა, რომ განახლებადი ენერგიის სხვა წყაროებთან ერთად,  შუახევიჰესი  ქართული ენერგო სისტემის მნიშვნელოვანი რგოლი იქნება ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის პროცესში“, - განაცხადა ჯოშმა.

შუახევის ჰესების კასკადი, ჯამურად გამოიმუშავებს 450 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რითაც ყოველწლიურად შეამცირებს სასათბურე აირის გამოფრქვევას გარემოში  200 ათასი ტონით და ხელს შუწყობს საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას კლიმატის ცვლილების შემცირების შესახებ.

შუახევი ჰესის ჰესების კასკადი წარმოადგენს ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან  ენერგო პროექტს, რომელიც  ბოლო 70 წლის მანძილზე საქართველოში განხორციელდა.  ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოში დარჩება და მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics