10:42 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-08 12:38:34, 1302 ნახვა

კომენტარი
ხუნდაძე: ჰოსპიტალური სექტორი უნდა იყოს მზად, რადგან ჩვენ და ჩვენს ახლობლებს შესაძლოა დაგვჭირდეს კლინიკაში დაავადებასთან შებრძოლება

ჰოსპიტალური სექტორი უნდა იყოს მზად, როცა ჩვენ და ჩვენს ახლობლებს შესაძლოა დაგვჭირდეს კლინიკაში დაავადებასთან შებრძოლება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხის მოსაგვარებლად მიმდინარეობს რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი.

„უკვე მე-5დღეა, რაც პრემიერის დავალებით,რეგიონებში მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი.

უკვე შემოწმდა ფოთი, ქუთაისი, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები.

მოწმდება ინფრასტრუქტურა, აღჭურვა,ხელოვნური სუნთქვის აპარატები,ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგები, ფასდება მედპერსონალსათვის ჩატარებული ტრენინგების ხარისხი.

კლინიკების უმრავლესობა მზადყოფნაშია. გაცემულია ადგილზე რეკომენდაციები, იდენტიფიცირებულია ხარვეზები და მიცემულია დრო მის გამოსასწორებლად.

ის კლინიკები, რომლებიც ვერ შეძლებენ სათანადო მომზადებას, გაეთიშებიან ამ პროცესში მონაწილეობას.

რეგიონებში  შემოწმება გაგრძელდება ბოლო კლინიკამდე. შესაბამისი დასკვნები კი წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics