|
2020-04-07 18:12:33, 1467 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე - ჩემი ვარაუდით საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა არ გადააჭარბებს ათასს
ჩემი ვარაუდით საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-სს ან იქნება 1000-სა და 2000-სს ფარგლებში - ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოშ დაფიქსირებული დინამიკა, რომლის თანახმადაც ყოველ დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა არ აღემატება 20, ეპიდემიისთვის ეს მაჩვენებელი არის ძალიან მცირე, თუმცა ის სავარაუდოდ ეს ნიშნული გაიზრდება 100-მდე. „ჩვენ მოლოდინს რაც შეეხება, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ქვეყანაში სადაც დაიწყო ეპიდემიის გავრცელება, ამას მოჰყვა ინფიცირებულთა რიცხვის სწრაფი ზრდა - ასეულები და ათასეულები. ჩვენთან კი იმის შემდეგ რაც მარნეულში დაიწყო შიდა გადაცემა, ამის შემდეგ 12 დღე გავიდა და ფიქსირდება მატება, თუმცა არცერთ დღეს არ ყოფილა 20 ახალ შემთხვევაზე მეტი. ეს ინფექციის გავრცელების სტადიისთვის ძალიან ცოტა, ყველა სხვა ქვეყანაში დღეში 500 შემთხვევა და მეტი ფიქსირდება. ჩემი პროგნოზია, რომ ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ ამ დინამიკას და შიეძლება მომავალში იყოს 3 ათეული და მეტი, მაგრამ ჩემი მტკიცე პროგნოზია, რომ საქართველოში არ იქნება დღეში 100-ზე მეტი. რადგან შიდა გავრცელების ლოკალიზაცია ხდება, მანამ სანამ ის მოასწრებს ჭეშმარიტ შიდა გავრცელებას. საქართველოში დაფიქსირდება 2 ათეული 3 ათეული თუ 5 ათეული, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით რაც ხდება მსოფლიოში. ჩემი ვარაუდით საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-სს ან იქნება 1000-სა და 2000-სს ფარგლებში“, - ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)