17:47 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 13:15:03, 1808 ნახვა

რეგიონი
შუახევში, ადგილობრივების საჭიროებებს ეცნობიან

ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე შუახევის მერის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის საჭიროებების და ჯანმრთელობის მდგომარეობის ადილზე გაცნობა დაიწყო. აღნიშნული, ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა და სოფლებში არსებული ვითარების, პრობლემური საკითხების და რისკ ფაქტორის დროულად გამოვლენას ისახავს მიზნად.

პროცესში ჩართული არიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ამბულატორიების ექიმები, თემის სამედიცინო პუნქტის მედდები და რწმუნებულები. იმართება ამავდროულად მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიები.

დღეს, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე არსებულ ვითარებას რამდენიმე სოფელში საკრებულოს წევრებთან, მედპერსონალთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას კორონავირუსის პრევენციით მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ესაუბრა. საჭიროების შემთხვევაში თვითმართველობის ბალანსზე არსებული ავტომობილებით სარგებლობას, სხვა სახის საჭიროებებზე დახმარებას, სამედიცინო პერსონალის ჩართულობასა და მომსახურებას დაჰპირდა. მერმა, ყურადღება გაამახვილა ასევე სოფლად ქალაქიდან დროებით დაბრუნებულ მოსახლეობაზე და კიდევ ერთხელ მოუწოდა დროებით გადადონ ერთმანეთის მონახულება და თავშეყრა, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

დღესვე, არსებულ ვითარებას ზამლეთის თემის სოფლებში ადგილზე გაეცნო შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძე. აღნიშნული აქტივობა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics