|
2020-04-07 13:08:54, 1459 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, დღეს, ათენი-თბილისის მიმართულებით რეისი განხორციელდება
დღეს საბერძნეთიდან საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანენ. როგორც საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრულ განრიგშია აღნიშნული რეისი ათენი-თბილისის მიმართულებით განხორციელდება. მგზავრებს შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები, ფეხმძიმე ქალბატონები, 10-მდე მცირეწლოვანი და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პირები. უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით მომდევნო ფრენები განხორციელდება: 10 აპრილი - თბილისი- ლარნაკა -თბილისი, 12 აპრილი - თბილისი-ბერლინი-თბილისი, 14 აპრილი თბილისი- ამსტერდამი-თბილისი, 16 აპრილი - თბილისი- პარიზი-თბილისი, 18 აპრილი - თბილისი-თელავივი-თბილისი, 21 აპრილი- თბილისი-რომი-თბილისი, 24 აპრილი - თბილისი-ბარსელონა-თბილისი, 27 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი. აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის. მოქალაქეების ჩამოყვანას კომპანია „Georgian Airways“ ახორციელებს.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)