|
2020-04-06 15:48:31, 1262 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი: კვირის ბოლოსთვის საჯარო სერვისების გაცემა, პრაქტიკულად, სრულად გადავა დისტანციურ რეჟიმზე
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უწყებების მიერ საჯარო სერვისების მიწოდების აღდგენის შესახებ გააკეთა განცხადება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დროებითი სანოტარო ბიუროები თბილისის შემდეგ ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც მოეწყო. „დღეს დილიდან თბილისში უკვე გვაქვს სამი სხვადასხვა ლოკაცია, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ სანოტარო მომსახურება – ეს არის ქორწინების სახლი უზნაძის №2-ში, ეროვნული არქივის შენობა და იუსტიციის სახლში განთავსებული ქორწინების სახლი. სანოტარო საქმიანობები, ასევე, ხელმისაწვდომია ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში, თითო ლოკაციაზე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, რა ტემპითაც ნოტარიუსები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას შეძლებენ, ამის შესაბამისად გაიცემა იუსტიციის სამინისტროს თანხმობა, რომ უფრო მეტი სანოტარო მომსახურების დროებითი სივრცე გაჩნდეს. იუსტიციის მინისტრის თქმით, მუშაობას ხვალიდან განაახლებს ეროვნული არქივი, ოთხშაბათიდან კი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მომსახურებაც ხელმისაწვდომი იქნება. „ხვალიდან დისტანციურ რეჟიმში განაახლებს მუშაობას ეროვნული არქივი, ხოლო ოთხშაბათს ელექტრონულ მომსახურებას აღადგენენ სამოქალაქო და საჯარო რეესტრები, რის შესახებაც დეტალებს ხვალ მოგახსენებთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, კვირის ბოლოსთვის შეგვეძლება ვთქვათ, რომ ქვეყანაში საჯარო სერვისების გაცემა შეჩერებული არ არის და ეს მოდელი, პრაქტიკულად, მთლიანად დისტანციურია.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)