10:43 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 11:52:08, 1258 ნახვა

კომენტარი
გახარია - შეიძლება დავძლიოთ ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება

OECD-მ გამოაცხადა, რომ დისტანციური განათლების მოდელი, რომელიც საქართველოში იყო დანერგილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა განათლების სამინისტროს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები ქვეყანას მისცემს აკადემიური წლის გამოცხადების გამოწვევის თავიდან აცილების შესაძლებლობას.

„გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ იქ, სადაც გვაქვს წარმატებები, ეს დავაფიქსიროთ. მოგეხსენებათ, ერთ-ერთ ანგარიშშo ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ, (OECD) გამოაცხადა, რომ დისტანციური განათლების მოდელი, რომელიც საქართველოში იყო დანერგილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს. ხაზგასმით გამოყოფილი იყო ტელესკოლის პროექტი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. ეს ის ნაბიჯებია, რომელმაც განათლების სამინისტროსთან ერთად შეიძლება მოგვცეს საშუალება, დავძლიოთ ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება და ეს არ მოგვიწიოს. ესეც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics