|
2020-04-01 14:59:37, 1205 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჭიაბერაშვილი - მთავრობამ აღიარა სწრაფი ტესტების საჭიროება
„მთავრობამ აღიარა სწრაფი ტესტების საჭიროება“, - ამის შესახე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სწრაფი ტესტების მარაგი გვქონია ასე: * PCR-ტესტები (რასაც ლუგარი იყენებს) * ანტისხეულებზე დაფუძნებული - 4000 * ანტიგენზე დაფუძნებული - 2000 ანალიზატორით, რომელიც კლინიკებში ვერ გაკეთდება. ველოდებით დამატებით 2000-ს ანალიზატორის გარეშე, რომელიც განაწილდება კლინიკებშიდა იქვე გაკეთდება“, - განაცხადა მან. „ცხელების კლინიკების" შექმნა - ძალიან საჭიროა, ძალიან!!! ნაწილობრივ უკან დახევა COVI-19-ის მკურნალობის პროტოკოლზე (ჩემი აზრით, მეტადაცდაიხევენ, როგორც ეს სწრაფ ტესტებზე მოხდა, უბრალოდ, ერთბაშად ვერ აღიარებენ, რომმინიმუმ 23 მარტიდან მოყოლებული, როცა იყო მარნეულის შემთხვევა, პროტოკოლის შეცვლადააგვიანეს). ანტისხეულებზე დაფუძნებული 4000 და ანტიგენზე დაფუძნებული 2000 (თუნდაც დამატებითი2000 მალე იყოს) სწრაფი ტესტი ცოტაა. მაგალითად, გამოთვალეთ, თუნდაც მხოლოდ"ცხელების კლინიკებში" რამდენი ექიმი და ექთანია და რამდენ ხანს ეყოფა 4000 სისხლისსწრაფი ტესტი ამ ხალხს, რომ ყოველდღე შემოწმდეს მათი მდგომარეობა. აღარაფერს ვამბობ, თუ სხვა რისკ-ჯგუფებიც უნდა ვტესტოთ რეგულარულად გაუგებარია, რატომ იწყება "ცხელების კლინიკების" მოწყობა დღეს და რატომ გვესმისფრაზები "აღჭურვილი იქნება", "ჩაუტარდება ტრენინგი", "ხვალ-ზეგ დასრულდება კლინიკებისიდენტიფიცირება რაიონებში". მარტივი კითხვა: აქამდე რა ხდებოდა? მარნეულის შემდეგ გვქონდა მინიმუმ თერჯოლა. ჩვენ არ ვიცით, რამდენი "მარნეული" მოხდაძველი პროტოკოლის გამო ანუ რამდენი სიმპტომიანი პაციენტი გაბრუნდა საავადმყოფოდანუკან ტესტის გარეშე და რამდენი იყო რეალურად ინფიცირებული, რომელიც შეიძება დღესაცავრცელებდეს ვირუსს. არ დავეთანხმები ქალბატონ თამარს, რომ შეიძლება ყველა საავადმყოფოს არ სჭირდებოდესექიმის და ექთნის დამცავი სრული ეკიპირება ყველა პერსონალზე და რეგულარულად. როცაგვაქვს შიდა გავრცელება, ეს აუცილებელია“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)