|
2020-03-29 17:38:47, 1799 ნახვა
საზოგადოება
მეუფე შიო - გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და მთავარია ღმერთს არ დავშორდეთ, ასეთი განსაცდელები არ არის შემთხვევითი
„გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და მთავარია ღმერთს არ დავშორდეთ, ასეთი განსაცდელები არ არის შემთხვევითი“, - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა. მისი თქმით, ყველანაირად უნდა ვეცადოთ და დავიცვათ ის რჩევები, რასაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გვაძლევენ, რათა არ მოხდეს ვირუსის გადადება. „უნდა ვეცადოთ ყველანაირად დავიცვათ ის რჩევები, რასაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გვაძლევენ, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ მოხდეს გადადება. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და მთავარია ღმერთს არ დავშორდეთ, ასეთი განსაცდელები არ არის შემთხვევითი. ეს არის პირველ რიგში განდგომა უფლისაგან, დავიწყება ღმრთისა, ღმერთის მცნებებისა, მისი ღირებულებებისა, ქრისტიანული ღირებულებებისა, ეს იქნება განათლების სფეროში, ეს იქნება ჩვენს სოციალურ სფეროში, ცხოვრებაში. პირდაპირ ასახელებენ ეს დიდი მოღვაწეები და ჩვენ მით უმეტეს გვმართებს, ვისაუბროთ ამაზე. ეს არის ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა“, - განაცხადა მეუფე შიომ.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)