|
2020-03-29 15:08:22, 1789 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ბიზნესის ინტერესები დაცული უნდა იყოს, თუმცა დაცული უნდა იყოს საზოგადოების ინტერესებიც
ბიზნესის ინტერესები დაცული უნდა იყოს, თუმცა დაცული უნდა იყოს საზოგადოების ინტერესებიც, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ფასების სპეკულაციური ზრდა განსაკუთრებით რეგიონებში დაფიქსირდა, მაგრამ მექანიზმი, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა და რომელიც სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას გულისხმობს, რამდენიმე დღეში სიტუაციას დაარეგულირებს. „ყველა ვთანხმდებით, რომ ახალი კორონავირუსი ძალიან რთული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და, მათ შორის, ჩვენი ქვეყნისთვის. ყველანი უნდა ვიყოთ მაქსიმალურად პასუხისმგებლიანები; პასუხისმგებლობა მოეთხოვება ბიზნესსექტორს. მადლობას ვუხდი იმ კომპანიებს, რომლებმაც ეს პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ასეთი ძალიან ბევრია. ეს კომპანიები მხარში დაგვიდგნენ - შეიქმნა მარაგები, რომ კრიტიკულ სიტუაციაში დაზღვეულები ვიყოთ. პარალელურად, ჩვენ ვნახეთ კომპანიების ქმედება, რომელიც, ვფიქრობ, მიუღებელია და ყოვლად დაუშვებელია ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, პრაქტიკულად, საომარ პირობებში. ჩვენ ვახორციელებთ მომარაგების და ფასების მუდმივ მონიტორინგს; შემოსავლების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რომ არასწორ ქმედებებზე გვქონდეს რეაგირება. ძალიან მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, ყოველდღიური დიალოგი გვაქვს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. მათი ინტერესები, რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს, თუმცა დაცული უნდა იყოს საზოგადოების ინტერესებიც. განსაკუთრებით რეგიონებში დაფიქსირდა ფასების სპეკულაციური ზრდა, მაგრამ მექანიზმი, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა და რომელიც სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას გულისხმობს, ვფიქრობ, რომ რამდენიმე დღეში სიტუაციას დაარეგულირებს. ერთეული შემთხვევები კიდევ იქნება; ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გაძვირდა გარკვეული პროდუქცია, არ ვართ მოწყვეტილები რეალობას და, შესაბამისად, ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით მოსახლეობის ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)