|
2020-03-28 14:48:43, 1599 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მთავრობას საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას სთავაზობს
მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მთავრობას საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, უკრაინული ავიაკომპანია „სქაიაფის“ საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ დაბრუნდნენ სამშობლოში. „გასულ ორშაბათს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო იმმსაქართველოს მოქალაქეების აღრიცხვა, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქებში არიან ჩარჩენილები. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უმოკლეს ვადებში მოიძია დახმარების გზები -უკრაინული ავიაკომპანია „სქაიაფი“, რომლითაც ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალება ექნებათ უფასოდ დაბრუნდნენ სამშობლოში. გუშინ საღამოს მონაცემებით ჩვენ დაგვიკავშირდა 2950 ადამიანი. საშუალება გვაქვს 31 მარტიდან გავახორციელოთ 4 რეისი. 31 მარტი - ვარშავა-კიევი-თბილისი 1 აპრილი - ბერლინი თბილისი 1 აპრილი - რომი თბილისი 2 აპრილი - ბარსელონა თბილისი ძირითადი სამუშაოები უკვე ჩატარებულია, მოძიებულია სახსრები და ავიაკომპანია. მაგრამ ესაა საქმის 2/3 . ახლა საჭიროა ხელისუფლების ჩარევა, მათი მხრიდან დახმარება. საჭიროა მოლაპარაკებები, რომ მივიღოთ ამ ფრენების განხორციელების ნებართვა. ასევე, საბაჟო და სასაზღვრო მომსახურების მიღება და სამედიცინო კონტროლის ჩატარება. ჩვენ მოგვარებული გვაქვს საკარანტინე ადგილების პრობლემაც. ახლა მთავარია მთავრობასთან სწრაფი მოლაპარაკებების დაწყება“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)