13:36 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-09 10:34:22, 739 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ ქობულეთში დაღუპული მეომრის ოჯახი და საფლავები მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ  ქობულეთში, სოფელ ციხისძირში 8 აგვისტოს ომში დაღუპულ თენგიზ ჭაღალიძის საფლავს პატივიმიაგო.

საფლავის მონახულების შემდეგ  არჩილ ხაბაძე  მთავრობის წევრებთან ერთად გმირის ოჯახს ეწვივნენ და მიუსამძიმრეს.

20 წლის კაპრალი - თენგიზ ჭაღალიძე 2008 წლის აგვისტოს ომში ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა. იგი სკოლის დასრულების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. მეხუთე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის კაპრალი თენგიზ ჭაღალიძე საომარი მდგომარეობის დროს ცხინვალის მისადგომებთან დაიჭრა, მაგრამ საცეცხლე ზონა არ დაუტოვებია. 9 აგვისტოს ქართველი ჯარისკაცების დისლოკაციის ადგილი მოწინააღმდეგის მოერიშეებმა დაბომბეს და 20 წლის კაპრალი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. 2008 წლის აგვისტოს ომში გამოჩენილი მამაცობისთვის კაპრალ თენგიზ ჭაღალიძეს ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი მიენიჭა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ  ქობულეთში დაკრძალული მეომრების ომარ ასლანიძისა და ამირან შაინიძის  საფლავებიც მოინახულა. ისინი ერგნეთსა და ნიქოზში გამართულ ბრძოლებში დაეცნენ. ამირან შაინიძეს მეუღლე და ორი ქალიშვილი დარჩა.  გმირის სახელის ხსოვნის პატივსაცემად  ქუჩას, სადაც იგი ცხოვრობდა ამირან შაინიძის სახელი მიენიჭა.

2008 წლის 8 აგვისტოს  რუსეთ-საქართველოს ომში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან 16 სამხედრო მოსამსახურე დაეცა. მათ შორის ორი ბათუმელი ჯარისკაცი.  8 აგვისტოს ომის გმირების  ოჯახებს დახმარების სახით  3000-3000 ლარი გადეცემათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics