19:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-08 16:48:54, 631 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

თავდაცვის უწყების   ხელმძღვანელმა პირებმა დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, ბესიკ ლოლაძემ და ანა დოლიძემ, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას და 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეები გაიხსენეს.

დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი და მათი მოადგილეები პატივს დილიდან მიაგებენ. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მასშტაბით, ჯარისკაცების საფლავები მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics