10:30 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-26 18:07:00, 2624 ნახვა

კომენტარი
გამყრელიძე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენაზე - კარგი საქმის კეთებას სიჩუმე უყვარს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გამოეხმაურად ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, რომ კარგი საქმის კეთებას უყვარს სიჩუმე.

საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის" მიერ წამოწყებულ კამპანიას, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდში ადამიანები შეიკრიბნენ და მათ პორბადეები დაურიგეს, რამაც ხალხმრავლობა გამოიწვია.

„კარგი საქმის კეთებას სიჩუმე უყვარს, ვაკეთოთ ყველამ კარგი საქმე, ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში, მაგრამ ვაკეთოთ ჩუმად და წესების დაცვით. ამ დროს არავითარი პოლიტიკური საფუძველი არ უნდა ჰქონდეს ამას. ჩვენ დღეს ერთნი ვართ პოზიციაც და ოპოზიციაც, ვირუსმა არ იცის ვინ არის პოზიცია და ვინ - ოპოზიცია. ვინ ვისი მამაა, ვინ ვისი შვილია. ყველას თანაბრად ეხება და ვიყოთ ყველა ერთნი. კარგია, რომ რაღაცამ დღეს ქვეყანა გააერთიანა და ამას ნუ გამოვიყენებთ სხვა დანიშნულებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics