14:36 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-07 17:48:37, 1120 ნახვა

სამხედრო
ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება დასრულდა

„დიდგორი 2015“-ის მოსამზადებელი ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ ოპერატიული სარდლობის ორგანიზებით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

I მსუბუქი ქვეითი ბრიგადისა და I საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ჯერ დაგეგმვისა და ოპერატიული ბრძანების გაცემის მეთოდებს დაეუფლნენ, შემდეგ კი, სიმულაციური საშუალებების გათამაშებით, აღსრულების პროცესი განხორციელდა. სამხედრო მოსამსახურეებმა სწავლების პირველი ეტაპი აღნიშნული ბრიგადების დისლოკაციის ადგილებზე, მეორე ეტაპი კი, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარეს.

ერთობლივ სწავლებაში ამერიკელი ინსტრუქტორები, CUBIC-ისა (საქართველოში თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი) და ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ინსტრუქტორები არიან ჩართულები. მოგვიანებით დამკვირვებლები სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფების მოქმედებას განიხილავენ და შეაფასებენ. სწავლება, რომელიც ნატოს მიერ აპრობირებული სისტემებისა და ნატოს სტანდარტების გამოყენებით იმართება, ყველა ქვედანაყოფმა გაიარა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics