|
2020-03-21 13:28:50, 2766 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და არც ერთს არ დაუფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირება
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და არც ერთს არ დაუფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირება. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა. მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება ცენტრალური მიმღები ყველა პაციენტისათვის, რომელსაც აქვს გამოვლენილი კორონავირუსის სიმპტომები. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 45 პაციენტია დაკვირვების ქვშ, მათი მდგომარეობა ყველასი დამაკმაყოფილებელია. 10 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ათივე ტესტი ნეგატივი მოვიდა, ანუ არც ერთს არ აქვს კორონავირუსი. ჩვენი კლინიკიდან ზოგი პაციენტი კარანტინის ზონაში გადაინაცვლებს, ზოგი თვითიზოლაციაში წავა. რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება ცენტრალური მიმღები ყველა პაციენტისათვის, რომელსაც აქვს გამოვლენილი კორონავირუსის სიმპტომები, ყველა პაციენტს შვენთან მოიყვანს სასწრაფო დახმარების მანქანა, ან საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი. მოხდება აქ მათი გამოკვლევა, როგორც კი სწრაფი ტესტი გვექნება, ამის შემდგომ ჩვენვე გადავანაწილებთ კლინიკებში“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)