19:33 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 09:59:46, 1442 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ოპერატიულად მოხდა გზის გაწმენდა და ლარსიდან დატვირთული მანქანები დაიძრა, შესაბამისად, სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ გვაქვს

„ოპერატიულად მოხდა გზის გაწმენდა და ლარსიდან დატვირთული მანქანები დაიძრა, შესაბამისად, სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ გვაქვს“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკულ სიტუაციაში ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა.

„ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკულ სიტუაციაში ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა. გარკვეული პროდუქტების მოწოდებაში გვქონდა წყვეტა უამინდობის გამო. ფოთში გემების დაცლა ვერ მოხდა, ხოლო ლარსზე ვერ ხდებოდა გზის გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების გამო.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის მიმართულებით კოორდინაციის კუთხით. ასევე, მთის კურორტების კომპანიას, რომელიც მოგვეხმარა ზვავების ჩამოშლის პროცესში და, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტს. ჩვენ არაორდინალური გადაწყვეტილებები მივიღეთ. ექსტრემალურ პირობებში, ოპერატიულად მოხდა გზის გაწმენდა, რათა სურსათით მომარაგებაში არ ყოფილიყო დეფიციტი. 

ლარსიდან მანქანები უკვე დაიძრა, შესაბამისად, სურსათის მომარაგების კუთხით არ არის შეფერხება. მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად, ყოველ დღე ვხვდები საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტებისა და ქსელების წარმომადგენლებს, იმპორტიორებს და ადგილობრივ მწარმოებლებს, რათა არ გვქონდეს სურსათის დეფიციტი და ფასები არ გაიზარდოს პანიკის გამო და არ დაფიქსირდეს სპეკულაციური ტრანზაქციები.

ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს კომპენსაციის სქემის შემოღება, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მარაგების შექმნას, არამალფუჭებადი პროდუქტების შემოტანას,  რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ასეთ პერიოდებში  და, მეორე მხრივ, არსებული ფასების შენარჩუნებას”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics