|
2020-03-18 15:21:51, 1351 ნახვა
კომენტარი
თურნავა - პირბადეების პირველ რაოდენობას სახელმწიფო შეიძენს, რომელიც კერძო სექტორთან ერთად მაღალი რისკის მქონე კატეგორიაზე განაწილდება
პირბადეების პირველ რაოდენობას სახელმწიფო შეიძენს, რომელიც კერძო სექტორთან ერთად მაღალი რისკის მქონე კატეგორიაზე განაწილდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პირბადეების დამზადების პროგრამაში ათამდე საწარმოა ჩართული. „როგორც უკვე თქვენთვის ცნობილია, ჩვენ პრემიერ-მინისტრის დავალებით და კერძო ბიზნესის ჩართულობით შევიმუშავეთ პროგრამა საქართველოში პირბადეების ადგილობრივი დამზადების სერვისს. უკვე ვიწყებთ პრაქტიკულად, პირბადეების დამზადებას საქართველოში და პირველი საწარმო, რომელიც ამაში ჩაერთო არის აჭარა ტექსტილი. მე პირადად ფოთში ხვალ ჩავალ და ვესტუმრები ამ საწარმოს, რათა ჩემი თვალით ვნახო პირბადეების პირველი პარტია. მინდა ვთქვა, რომ ათამდე სამკერვალო საწარმო არის ჩართული ამ პროგრამაში დღესდღეობით. ასევე არის რამდენიმე კომპანია, რომელსაც შემოაქვს ნედლეული. პირბადეების პირველი რაოდენობა იქნება შეძენილი თვითონ სახელმწიფოს მიერ და შექმნის იმ აუცილებელ მარაგს, რომელსაც შემდეგ ჩვენ კერძო სექტორთან ერთად გადავანაწილებთ იმ კონტინგენტზე და იმ ადამიანებზე, რომლებსაც დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ და მიეკუთვნებიან მაღალი რისკის კატეგორიას. საუბარია მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებზე, რომელსაც აქვს გამოყენების თავისი ინსტრუქცია და რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ასევე ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ კომპანიებს, რომლებიც ამ პროგრამაში ერთვება, რადგან ბევრი კომპანია არის, რომელიც უანგაროდ მონაწილეობს კერვაში. მაგალითად, აჭარა ტექსტილმა გამოთქვა სურვილი, რომ შეკერონ პირბადეები სრულიად უსასყიდლოდ. ასევე მადლობას ვუხდი იმ კომპანიებსაც, რომლებიც გვაწვდის ნედლეულს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)