17:05 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 13:28:49, 1574 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - როგორც კი დავინახავთ, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს, არამხოლოდ საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებთ, არამედ უფრო მკაცრ ზომებს მივიღებთ

როგორც კი დავინახავთ, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს, არამხოლოდ საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებთ, არამედ უფრო მკაცრ ზომებს მივიღებთ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა საჭირო გახდეს კარანტინული პირობების მდგომარეობის გამოცხადება, მაგრამ ეს არ ნიშნავს აუცილებელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.

„რაღაც მომენტში შეიძლება მოგვიწიოს კარანტინული პირობების მდგომარეობის გამოცხადება და ამ მდგომარეობის დამძიმება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ინდივიდუალური უფლებების სრულად შეზღუდვა. თუ ჩვენი თანამშრომლობა კომპანიებთან, ბიზნესთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, სამოქალაქო სექტორთან და სახელმწიფოსთან იქნება ეფექტური, ჩვენ შევძლებთ მივიღოთ იგივე შედეგი, ოღონდ პირველ რიგში, ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, ნაკლები ზიანი მივაყენოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და ნაკლები ზიანი მივაყენოთ ქვეყანას. ეს არის ჩვენი ამოცანა. როგორც კი დავინახავთ, რომ სხვა გამოსავალი არ არის, საგანგებო მდგომარეობა კი არა უფრო მკაცრ ზომებსაც მივიღებთ. იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი არის ადამიანის ჯანმრთელობა, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ამასაც მოვერევით, აქედანაც გამოვალთ და ქვეყანა უნდა იყოს ნორმალურად ფუნქციონირებადი, რომ რეგიონში კონკურენტულ გარემოში, სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად აღვიდგინოთ ის პოზიციები, რომელზეც ვიყავით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics