17:05 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-14 14:04:42, 2167 ნახვა

კომენტარი
დეკანოიძე - ევროპარლამენტარების წერილი მიუთითებს, რომ ჩვენი პარტნიორები შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულების საკითხს აკვირდებიან

"წერილი ზუსტად მიუთითებს იმას, რომ საქართველოს პარტნიორები განსაკუთრებით აკვირდებიან შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულებას", - ამის შესახებ "ნაციონალურო მოძრაობის" ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ოლოზიცია ელის, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს საქართველოს პარტნიორების მოწოდებას.

 

"წერილი, რომელიც მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, რომ გამოიყენოს ეს ინსტრუმენტი გიგი უგულავას გასათავისუფლებლად, ზუსტად მიუთითებს იმას, რომ საქართველოს პარტნიორები განსაკუთრებით აკვირდებიან შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულებას. ჩვენ ველით, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს საქართველოს პარტნიორების მოწოდებას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

ცნობისთვის, ევროპარლამენტის 11-მა წევრმა 5 პარტიიდან, პრეზიდენტ ზურაბიშვილს "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. წერილში ნათქვამია, რომ ეს იქნება ტესტი, რომელიც ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მიღწეული შეთანხმების შესრულების საკითხს შეამოწმებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics