23:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-13 11:46:45, 1732 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიო საფონდო ბირჟაზე ისეთი კრიზისია რომელიც ბოლოს 1987 წელს იყო

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინვესტორების კორონავირუსის გავრცელების შიშმა , ფასიანი ქაღალდების ბაზრის ნგრევა გამოიწვია. მსოფლიო ეკონომიკის სტიმულირებისთვის ხელისუფლება სხვადასხვა გზებს მიმართავს თუმცა, ვარდნის შესაჩერებლად  ეს საკმარისი არ არის.

აშშ - ში Dow Jones და S&P 500 - 9,5% - ით , დიდ ბრიტანეთში ფასიანი ქაღალდების ინდექსი  10% - ით დაეცა, რაც 1987 წლის შემდეგ პირველი მსგავსი ვარდნაა ისტორიაში.

აშშ - ს და ევროპის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, ცენტრალურმა ბანკებმა საპროცენტო განაკვეთები შეამცირეს, თუმცა ინვესტორებისთვის იმედის მომცემი არ აღმოჩნდა. 
დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე საფონდო ბირჟები კრახის ზღვარზეა.

ხუთშაბათს ნიუ - იორკის საფონდო ბირჟის გახსნას აქციების მკვეთრი ვარდნა მიჰყვა რის გამოც ვაჭრობა 15 წუთით შეწყდა. თუმცა 15 წუთის შემდეგ , ვაჭრობის განახლებისთანავე აქციბის ფასმა ვარდნა კვლავ განაგრძო.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ნავთობის ფასის 30% - იან ვარდნას გლობალურად საფონდო ინდექსების ვარდნა მოჰყვა.  ავსტრალიის S&P/ASX 200 - ის ინდექსი 7.3%-ით შემცირდა, რაც 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნაა.

იაპონიის წამყვანი Nikkei 225-ის ინდექსი 5.1%-ით დაეცა, ჰონგ-კონგის ბირჟის ჰანგ-სენგის ინდექსი - 4.2%-ით, შანგჰაის კომპოზიტური ინდექსი კი, 3%-ით დაეცა.
ევროპული საფონდო ბირჟები გახსნისთანავე დაეცა, დიდი ბრიტანეთის FTSE 100 ინდექსი 8.5%-ით დაეცა, გერმანიის მთავარი DAX-ის ინდექსი 7.4%-ით დაეცა, იტალიის მთავარი ინდექსი კი 7.1%-ით დაეცა. 

"ბაზრები ზღვარზეა", - ამბობს ნილ ვილსონი, Markets.com - ის უფროსი ანალიტიკოსი. "არავინ იცის როგორ გამოიყურება მთლიანი ეკონომიკა დროებითი შეფერხების გამო." 
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას  - დროებით ჩაეკეტა საზღვარი ევროპის ქვეყნებისთვის, ტურისტული ფირმების აქციების ვარდნა მოჰყვა.
ფასიანი ქაღალდების ბაზარი 9 მარტს აზიაში, იაპონური Nikkei 225  ინდექსის 4,4% გაუფასურებით დამთავრდა. 

ბოლო კვირის განმავლობაში ბაზრებმა ჯამში 20 % დაკარგეს, რაც შესაძლო რეცესიაზე მიგვანიშნებს. 
BBC - ის ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ დასავლეთის სამმა მთავარმა, ცენტრალურმა ბანკმა საკუთარი სახსრების დიდი ნაწილი კორონავირუისი გავრცელების შეჩერებას მოახმარეს , თუმცა უშედეგოდ.

"ვერ ვხვდებით ასე რას უნდა შეეშინებინა ინვესტორები, ბოლო ათი დღის განმავლობაში, ცენტრალურმა ბანკებმა ძალისხმევა არ დაიშურეს ვარდნის შესაჩერებლად. გულწრფელად გითხრათ აქ ახალი არაფერია, ტრეიდერების უმეტსესობამ იცოდა კორონავირუსი რა შედეგამდე მიიყვანდა მსოფლიო ეკონომიკას, ამიტომ დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში რეცესიას ვვარაუდობთ", - განაცხადეს საფონდო ბირჟის დამკვირვებლებმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics