23:14 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-13 11:14:54, 10662 ნახვა

ომი უკრაინაში
კრემლი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას მალავს

რუსეთის ხელისუფლება კორონავირუსით დაინფიცირებულთა რეალურ რიცხვს მალავს - ამის შესახებ რუსეთის მედიკოსთა პროფკავშირებს სხვადასხვა ექიმმა განუცხადა.  რუსი ექიმები მაშ შემდეგ ჩავარდნენ პანიკაში, რაც მოსკოვის სხვადასხვა სხვადასხვა საავარმყოფოებში პლევმონიის ნიშნებით ათობით პაციენტი მოათავსეს. 
"კარდიოლოგიის და გენოკოლოგიის განყოფილებაში აწყენენ, პლევმონიის ნიშნებით პაციენტებს. სანამ ეს პაციენტები შემოჰყავთ მანამდე განყოფილებას ცლიან. ჩვენ ვიცით, რომ პაციენტები Covid19-ით ინფიცირებულები არიან, ამიტომ მოვითხოვეთ დაცვის სპეციალური საშუალებები, რომელსაც სამი დღეა ამაოდ ველოდებით" - უთხრეს მოსკოვის # 1 კლინიკის ექიმებმა პროფკავშირებს.
მოსკოვის ჯანდაცვის სამინისტრო კი ექიმებს სამსახურიდან გაგდებით ემუქრება, თუ კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვს, რეალურად გაასაჯაროებენ- ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ განაცხადა.  მისი ინფორმაციით, მოსკოვის ინფექციურ საავადმყოფოში 250 პაციენტი წევს, რომელსაც პლევმონიის ნიშნები აქვს, თუმცა საავადმყოფოამ მონაცემებს მალავს. 
"სულელი ხელისუფლება, რომელიც რეალურად მალავს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას, რატომღაც ჰქონიათ რომ რუსეთი წმინდა საზღვრით არის დაცული.  გასაგებია კრემლს რატომ სურს ეს ყველაფერი. იმისთვის რომ 22 აპრილს ჩაატაროს დაგეგმილი ხმის მიცემის პროცედურა, კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებით" -აცხადებს ალექსეი ნავალნი.
ოფიციალური ინფორმაციით, მოსკოვში მხოლოდ გუშინ 6 ადამიანის დაუდგინდა კორონავირუსი. საერთო ჯამში 36 ინფიცირებულია.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics