11:31 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-12 10:31:59, 1396 ნახვა

საზოგადოება
გახარია - ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა არის ერთიანობის და ეფექტური მოქმედებების დრო

„მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით ჩვენ ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა მთავრობის ყველა შესაბამისი ორგანო გადადის 24-საათიან, საგანგებო მუშაობის რეჟიმზე.

„მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გამოაცხადა  პანდემიად. საქართველოში საკოორდინაციო საბჭო, ბოლო კვირების განმავლობაში, აქტიურად მუშაობს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კორონავირუსის პანდემიის მზაობის რეკომენდაციებს მიყვება. 

ეს გამოწვევები, როგორც ჩანს, ყოველდღიურად გაიზრდება და ვალდებულნი ვართ, შესაბამისად, ვიყოთ მზად ამ გამოწვევებზე საპასუხოდ. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე, ბავშვებზე და, რა თქმა უნდა, ერთმანეთზე. მთავრობის ყველა ორგანო, 24 საათის განმავლობაში, გადადის საგანგებო მუშაობის რეჟიმზე. განსაკუთრებით ეს ეხება ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების და იუსტიციის სამინისტროებს, რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს, რომლებიც ფუნქციონირებენ საქართველოს საზღვრებზე.  ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენ გვყავს 24 ინფიცირებული და ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის პროტოკოლურ ღონისძიებებს  ახორციელებს ამ ადამიანების განკურნებისთვის, თუმცა, ამავე დროს დადგენილია საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისაც ჰქონდა კავშირი ამ ადამიანებთან და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები  პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა არის ერთიანობის და ეფექტური მოქმედებების დრო“, - აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
დაჭრა 2 ადამიანი და ადგილიდან მიიმალა - გორში მომხდარზე შსს-მ 1 პირი დააკავა
თბილისში არასრულწლოვანმა, ცივი იარაღის გამოყენებით, ტაქსის მძღოლი დაჭრა - კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო მოხდა
საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics