|
2020-03-11 16:24:26, 1605 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარის და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია: რაჭა – ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი კრიხი, ონის მუნიციპალიტეტი სოფელი ძეგლევი. ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის ან სიტუაცია კონტროლს ექვედებარება: სამეგრელო-წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩქვალერი. გურია- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი. რაჭა – ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი კრიხი. ონის მუნიციპალიტეტი სოფელი ძეგლევი. ქვემო ქართლი – თეთრიწყარო. მათივე ინფორმაციით, ღია კერა შენარჩუნებულია: აჭარა – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედე ჯოჭო. იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და ოთხი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. დუშეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ჭართალი, ცეცხლი უკიდია შერეული ტყის ქვედა საფარს. ადგილზეა ხუთი სახანძრო-სამაშველო მანქანა, 35 მეხანძრე მაშველი. „ბოლო 4 დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბის მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 318 დასხმა განახორციელეს. ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება", - აღნიშნულია განცხადებაში.
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
დაჭრა 2 ადამიანი და ადგილიდან მიიმალა - გორში მომხდარზე შსს-მ 1 პირი დააკავა
თბილისში არასრულწლოვანმა, ცივი იარაღის გამოყენებით, ტაქსის მძღოლი დაჭრა - კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო მოხდა
საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)