11:29 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-10 20:31:41, 1966 ნახვა

საზოგადოება
თბილისის აეროპორტში რომიდან 156 საქართველოს მოქალაქე ჩამოიყვანეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ Georgian Airways-ის ორი თვითმფრინავი დაფრინდა, რომლებმაც რომი-თბილისის სპეციალური რეისი შეასრულეს და 156 საქართველოს მოქალაქე ჩამოიყვანეს. 

მგზავრებს აეროპორტს სპეციალური გასასვლელით დაატოვებინებენ და სპეციალური ტრანსპორტით საკარანტინო სივრცეებში გადანაწილდებიან.

მგზავრებს წამოსვლისას უკვე ჩაუტარდათ შემოწმება და მათ კორონა ვირუსის ნიშნები არ აღმოაჩნდათ, თუმცა პრევენციის მიზნით ყველა მათგანი 14 დღით საკარანტინო ზონაში მოთავსდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით ქვეყანაში 10 საკარანტინო სივრცე მოქმედებს. ჩამოყვანილი 156 მოქალაქე ამ სივრცეებში გადანაწილდება. კარანტინის შესახებ ყველა მათგანი გაფრთხილებულია.კარანტინს აქვს სავალდებულო ხასიათი.ვანეს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
დაჭრა 2 ადამიანი და ადგილიდან მიიმალა - გორში მომხდარზე შსს-მ 1 პირი დააკავა
თბილისში არასრულწლოვანმა, ცივი იარაღის გამოყენებით, ტაქსის მძღოლი დაჭრა - კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო მოხდა
საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics