13:08 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-07 16:31:07, 2320 ნახვა

საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი - საკარანტინო ზონაში მოთავსებულ ორ პირს ცხელება აღენიშნება

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში მოთავსებულ 2 პაციენტს ცხელება აღენიშნებათ.

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, შესაძლოა ორივე პაციენტს კორონავირუსთან დაკავშირებით, განმეორებითი ტესტი ჩაუტარდეთ.

"ამ დილისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 33 მოქალაქე, მათგან მხოლოდ ორს აღენიშნა გუშინ საღამოს ცხელება 37.5 -37.7, შესაბამისად გამოკვლევები უტარდებათ ამ პაციენტებს, რაც გულისხმობს რენტგენოლოგიურ კვლევას და სისხლის ანალიზები გამეორდა.განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ ორ ადამიანს. დანარჩენების მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია, მივმართავთ ახლა დაავადების კონტროლის ცენტრს და თუ ჩათვლიან ისინი საჭიროდ, ამ ორ შემთხვევაში, რომ განმეორებითი ანალიზი გაკეთდეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორივე პაციენტს ჩვენთან შემოყვანისას თან ახლდა ნეგატიურად დადასტურებული ტესტი კორონავირუსთან დაკავშირებით",- განაცხადა ლევან გოფოძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ - მას სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics