21:47 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-07 13:52:22, 3633 ნახვა

კომენტარი
აშშ-ის ელჩი - ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს თვითრეგულაცია და არ უნდა იქცეს პოლიტიკური პარტიის სპიკერად

„ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს თვითრეგულაცია, მკაცრად იცავდეს ეთიკის კოდექსს და არ იქცეს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სპიკერად", - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების ფუნდამენტური ფასეულობაა თავისუფალი და აქტიური მედია, რომელიც არ განიცდის პოლიტიკურ ზეწოლას და ეს ცენტრალური საკითხია საქართველოსთვისაც.

„ერთ-ერთი პირველი შეხვედრა, რომელიც მქონდა, ეს იყო მრგვალი მაგიდა სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებთან, რადგან ვთვლი, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ დემოკრატიის სამ საყრდენს: აღმასრულებელ შტოს, კონგრესის - საკანონმდებლო შტოს და სასამართლოს. მაგრამ არის მეოთხე შტო, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის და, რა თქმა უნდა, ეს არის მედია. ვინაიდან მე თავად ვიყავი ჟურნალისტი, ვიდრე დიპლომატი გავხდებოდი, ნამდვილად ვაფასებ ამას. ეს არის ამერიკის ფუნდამენტური ფასეულობა - თავისუფალი და აქტიური მედია, რომელიც არ განიცდის პოლიტიკურ ზეწოლას. ვფიქრობ, ეს ცენტრალური საკითხია საქართველოსთვის და ნებისმიერი დემოკრატიისთვის.

ამის მეორე მხარე ის არის, რომ მედია უნდა ახდენდეს თვითრეგულაციას ეთიკის კოდექსით. ეს შთამაგონეს მე, როცა უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის სკოლაში ვსწავლობდი და მოგვიანებით, როცა ჟურნალისტი ვიყავი. ვფიქრობ, აშშ-ში უმეტესად ასეა, რომ ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს თვითრეგულაცია, მკაცრად იცავდეს ეთიკის კოდექსს და არ იქცეს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სპიკერად, არამედ რეალურად წარუდგენდეს საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების დაბალანსებულ სურათს", - განაცხადა ელჩმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics