00:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-07 09:51:20, 4007 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - ტურიზმის სექტორი კორონავირუსისგან ქვეყნის დაცვისა საკითხში ხელისუფლებას გვერდში უდგას

„მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები გვერდში უდგანან ხელისუფლებას იმ ნაწილში, რაც ეხება ქვეყნის დაცვას კორონავირუსისგან, პრევენციულ ღონისძიებებს, თუნდაც ისინი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებდეს," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრა ქვეყნის ტურისტული სექტორის წინაშე კორონავირუსის ფონზე არსებული გამოწვევებსა და მათი დარეგულირების საკითხებს შეეხებოდა.

„ტურისტული ინდუსტრია მოგვიწოდებს, რაშიც ჩვენც ვეთანხმებით, რომ საქართველო ბევრი მიმართულებითაა სამაგალითო, ამ ნაწილშიც ვიყოთ მსოფლიოში სამაგალითო თუნდაც ჩვენი უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების კუთხით. ქვეყანა, რომელიც არის ყველაზე უფრო მეტად უსაფრთხო ტურისტებისთვის - სწორედ ასეა დღეს ჩვენი ქვეყანა პოზიციონირებული და ეს ცნობილი ფაქტია, ასევე უსაფრთხოა, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის კორონავირუსის წინაშეც. გამომდინარე აქედან, ეს ძალიან დამაიმედებელი მესიჯია", - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics