|
2020-03-07 01:05:58, 1565 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ტელევიზიაში თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება შეუჩერეს
აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. ბრძანებაში, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ მოაწერა ხელი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, წერია, რომ თეონა ბაკურიძეს „დროებით აეკრძალოს შრომითი ხელშეკრულებით გაწერილი კონკრეტული საქმიანობის განხორციელება და ჩამოშორებული იქნას ტელევიზიის ეთერიდან“. ბრძანების მიხედვით დღეს, 6 მარტს ტელევიზიის ნიუსრუმში მომხდარი კამათის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. თეონა ბაკურიძეს ფაქტის მოკვლევის დასრულებამდე შეუჩერეს უფლებამოსილება. ამ ბრძანების მიხედვით, დირექტორმა მხოლოდ ახლადდანიშნული რედაქტორის ფირუზ ბოლქვაძის და საინფორმაციო სამსახურის უფროსის კონსულტანტის – ლალი ბერძენიშვილის პოზიციები მოისმინა, რომლის მიხედვითაც თეონა ბაკურიძე საინფორმაციო სამსახურის ახალ უფროსზე ფსიქოლოგიურ ზეწოლად ახდენდა. დღეს თეონა ბაკურიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, საინფორმაციოს ახალი უფროსი გიორგი აბაზაძე შესაძლოა ზეწოლის ქვეშ იყოს. „მე მაქვს ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა მცდელობა, დაეწერა განცხადება. ნიუსრუმის რამდენიმე თანამშრომელს უთხრა – დავწერე და დავხიეო. ჩვენ მას დღეს დახმარებაც შევთავაზეთ, იმ შემთხვევაში, თუ დაადასტურებდა ასეთ ფაქტებს. არ ვიცი, როგორ შეაფასებს იგი არსებულ პროცესს და როგორი იქნება მისი პასუხები მას შემდეგ, რაც გააკეთებს კომენტარს, მაგრამ მე მაქვს ეჭვი, რომ იგი ზეწოლის ქვეშაა“, – განაცხადა თეონა ბაკურიძემ.
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)