18:41 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 17:26:46, 3888 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე ოპოზიციაზე - კუმ ფეხი გამოყოო, რა უნდათ ახლა კორონასთან დაკავშირებით?

„აკვდებათ ახლა რომ იტყვიან ხოლმე, კუმ ფეხი გამოყოო. რა უნდათ ახლა კორონასთან დაკავშირებით?“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფო ამ გამოწვევასაც გაართევს თავს, მაგრამ რაღაც დარტყმები ეკონომიკაზეც იქნება.

„აკვდებათ ახლა რომ იტყვიან ხოლმე, კუმ ფეხი გამოყოო. რა უნდათ ახლა კორონასთან დაკავშირებით? სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე და გამოწვევებს როგორ უმკლავდება, მათ შორის იმ გამოწვევას, რომელმაც შეაშფოთა მსოფლიო. კორონავირუსთან დაკავშირებით საუბრობს. ხედავთ ყველა როგორ უმკლავდება ამ გამოწვევას ქართული სახელმწიფო და არ ჩამორჩება არც ერთ ყველაზე წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს. ეკონომიკაშიც ასე იქნება ზუსტად. ქართული სახელმწიფო ამ გამოწვევასაც გაართევს თავს, რა თქმა უნდა, რაღაც დარტყმები ეკონომიკაზეც ბუნებრივია ნამდვილად იქნება მაგრამ ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics