|
2015-01-26 14:18:46, 1483 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური: ვეცდები, ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭირო იქნება
საქართველოს შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც გომელაურმა მისი შს მინისტრის თანამდებობაზე წარდგენისას აღნიშნა, იგი ეცდება პრემიერის და ხალხის ნდობა გაამართლოს. „ჩემთვის უცხო არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩემი 20 წლიანი სტაჟის ნახევარზე მეტს ითვლის შინაგან საქმეთა სამინისტროში მოღვაწეობა. ამ ორი წლის განმავლობაში მომიწია სხვადასხვა დეპარტამენტებთან ხელმძღვანელობა, მუშაობა მათთან და ვეცდები, ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭირო იქნება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ვახტანგ გომელაურმა 2001 წელს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია დაამთავრა. 1994 წელს სამთავრობო დაცვის სპეციალურ სამსახურში, სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსი იყო. 2002 წელს შსს–ს დაცვის პოლიციაში მუშაობდა, 2013 წლამდე ყოფილი პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო. 2013 წლიდან დღემდე შს მინისტრის მოადგილე იყო. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ალექსანდრე ჭიკაიძე იკავებდა, თუმცა მან, 23 იანვარს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. როგორც ჭიკაიძემ განმარტა, გადადგომის მიზეზი ბოლო დროს მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები იყო, თითქოს ის ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს ხელს აფარებდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)