14:03 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 14:00:40, 1214 ნახვა

საზოგადოება
სილვიო დომენტე - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე ფრენების აკრძალვის რეკომენდაციას არ გასცემს

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე, ვაჭრობისა და მგზავრობის შეჩერებასთან დაკავშირებით, რაიმე სახის რეკომენდაციებს არ გასცემს.

ამის შესახებ საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის წარმომადგნელმა, სილვიო დომენტემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნებს შეზღუდვების დაწესება საკუთარი გადაწყვეტილებით შეუძლია, თუმცა ამ ეტაპზე ეს სავალდებულო არ არის.

„ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ განვიხილოთ უსაფრთხოების ზომები ლაბორატორიებში და ვისაუბროთ ჯანდაცვის მზაობის შესახებ. რაც შეეხება ფრენების აკრძალვას და სხვა შეზღუდვებს, - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ამ ეტაპზე, არ გასცემს რაიმე რეკომენდაციას ვაჭრობისა და მგზავრობის შეჩერებასთან დაკავშირებით, თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ წევრმა ქვეყნებმა თავად შეიძლება გაატარონ დამატებითი ზომები. ქვეყნებს აქვთ ვალდებულება, რომ ამ ზომების შესახებ აცნობონ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და ყველა საკითხი დაასაბუთონ. თუ საქართველო მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, იმედია, ეს იქნება მოკლევადიანი“, - განაცხადა სილვიო დომენტემ.

ცნობისთვის, სილვიო დომენტემ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი, საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს საქართველოში კორონავირუსისა და მის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გააცნეს.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics