00:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 11:34:59, 2047 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ჩართულობით სამშენებლო სექტორის ახალ ტენდეციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ბანკის“ ჩართულობით,  Nexia TA-ს და NTI Georgia-ს ორგანიზებით, სამშენებლო სექტორში 2020 წლის ახალ ტენდეციებთან დაკავშირებით  სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

ღონისძიების ძირითადი იდეა სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მართვაში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა. შეხვედრაზე განხილული იქნება სექტორის გამოწვევები და ისეთი საკითხები როგორიცაა:

  • ახალი ტექნოლოგიები სამშენებლო სექტორში;
  • ბიზნეს პროცესების ტრანსფორმაცია სამშენებლო ინდუსტრიაში;  
  • ბანკის თვალით დანახული სამშენებლო სექტორი;
  • სახელმწიფოს როლი სამშენებლო სექტორის განვითარებაში;
  • მომავლის ტექნოლოგიების გავლენა დღევანდელობაზე.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ეწვევა და გამოცდილებას გაუზიარებს NTI-ს თანადამფუძნებელი, ესპანეთის წამყვანი ინჟინერი სპეციალიზირებული განახლებად ენერგიაზე- აგუსტინ პაია. ის არის Dakar Rally-ის ისტორიაში ერთადერთი ელექტრო მანქანის პროექტის ავტორი, TESLA-ს ოფიციალური ინჟინერი, დიზაინერი და პილოტი.

ღონისძიებას დაესწრებიან სტუმრები სახელმწიფო და კერძო სექტორიდან, პროფესიული წრეების წარმომადგენლები და სხვა დაინტერსებული პირები.

ინფორმაციისთვის, Nexia TA უკვე 5 წელია მჭიდროდ პარტნიორობს სამშენებლო სექტორთან,  რომლის ფარგლეშიც არაერთი ინიციატივა განხორციელებულა, უახლოეს მომავალში კი NTI Georgia და Nexia TA მემორანდუმის გაფორმებას გეგმავენ. ამ მემორანდუმის საფუძველზე სამშენებლო პროექტების მართვის მიმართულებით ახალი სერვისები დაინერგება, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს სამშენებლო პროექტების უფრო ეფექტურად მართვას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics