09:54 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 12:39:53, 1779 ნახვა

სამართალი
განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისთვის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისთვის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან  აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 12 ივნისს, დილის საათებში, ბორჯომი-ბაკურიანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ნ.მ-მ სხვა პირთან ერთად, ბლაგვი საგნის გამოყენებით, განზრახ დააზიანა მ.ფ-ს კუთვნილი მიკროავტობუსის კორპუსი და მინები. აღნიშნულის შემდეგ, მიკროავტობუსის ძარაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით,  გამყიდველს ა.პ.-ს ნაჯახით თავის არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა.

იმავე დღეს ნ.მ-მ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორ ა.გ-ს და თანხის გადახდის გარეშე, ავტომობილში საწვავი ჩაასხმევინა.

სამართალდამცველებმა ნ.მ. 2019 წლის 12 ივნისს დაბა ბაკურიანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  მუხლით (განზრახ მკვლელობა),  187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,დ" ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics