|
2020-03-03 11:59:12, 1113 ნახვა
საზოგადოება
ამერიკელი დიპლომატი - დედის დღეს ვულოცავ ყველა საოცარ ქართველ და ამერიკელ დედას
„დედის დღეს ვულოცავ ყველა საოცარ ქართველ და ამერიკელ დედას“, - ამის შესახებ განცხადებს აშშ-ს საელჩო თბილისში ავრცელებს. ალთეა ქოლი-მერფრი, ამერიკელი დიპლომატი ქართველ და ამერიკელ დედებს მიმართავს და წერს, რომ აფასებს იმას, რასაც შვილებისთვის აკეთებენ. „გასულ კვირას ბოლნისში მოსწავლემ მკითხა, რთულია თუ არა მშობლებისგან ასე შორს ცხოვრება. ჩემი პასუხი იყო: რა თქმა უნდა! ეს უდაოდ ყველაზე რთული რამაა დიპლომატის ცხოვრებაში. დედების განსაკუთრებული სიყვარული ამერიკელებსა და ქართველებს საერთო გვაქვს. დედამ კითხვა მასწავლა, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც კი ოდესმე მიმიღია. მან ბევრი ღამე გაათენა, რომ სწავლა დაემთავრებინა და ბავშვები აღეზარდა. მამაჩემის დახმარებით ჩემს სამ ძმასა და მე ცნობისმოყვარეობა და თავგადასავლების ძიების სიყვარული ჩაგვინერგა. რაც მთავარია, დედამ მასწავლა, რომ ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ნიჭი სხვების დასახმარებლად. მიხარია, რომ წელს ჩემს მშობლებს საქართველო გავაცანი. ახლა დედაჩემს თქვენი ქვეყანა ჩემსავით უყვარს. დედის დღეს ვულოცავ ყველა საოცარ ქართველ და ამერიკელ დედას. ვიცით, როგორ დაუღალავად შრომობთ და ბევრს ნერვიულობთ ჩვენზე. ვაფასებთ ყველაფერს, რასაც აკეთებთ" - ალთეა ქოლი-მერფრი, ამერიკელი დიპლომატი.
მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)