16:33 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-02 14:35:45, 1041 ნახვა

საზოგადოება
2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა

2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 43 კერძო. ამის შესახებ საქსტატმა განაცხადა.

მათი თქმით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, დაწესებულებათა რაოდენობა 1 ერთეულით შემცირდა.

„2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულია 43.2 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 27.9 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 15.4 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 1.6 ათასით. ზრდა ძირითადად კერძო უნივერსიტეტებზე მოდის.

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 148.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 0.7%-ით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 64.2%, ხოლო კერძოში - 35.8%. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 50.6% ქალია, ხოლო 49.4% -კაცი.

უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 13.3 ათასი შეადგინა, რაც 8.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით“, - წერს საქსტატი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics