21:49 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-29 12:45:19, 2801 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი კორონავირუსზე - მოდით, გავავრცელოთ დაცულობა და არა შიში!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ახალ კორონავირუსს, რომელიც უკვე საქართველოშიც დაფიქსირდა, ინსტაგრამზე ეხმაურება.

პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადით იმყოფება.

„მოდით, გავავრცელოთ დაცულობა და არა შიში! ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ხალხს, რომ დაცულობა ნიშნავს შეინარჩუნო სიმშვიდე და გქონდეს პასუხისმგებლობა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოში ახალი კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელების გლობალური რისკი მაღალიდან ძალიან მაღალად დააკვალიფიცირა.

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2,700-ს აღემატება.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics