11:06 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-21 13:44:23, 2585 ნახვა

სამართალი
ე.წ ხორავას ქუჩის საქმეში მონაწილე მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა, საქალაქო სასამართლოში ფინალურ ეტაპზეა

ე.წ ხორავას ქუჩის საქმეში მონაწილე მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ფინალურ ეტაპზეა. მხარეები დღეს შემაჯამებელ სიტყვას წარმოთქვამენ.

კალანდიას ადვოკატის თქმით, ის სასამართლოში გამამართლებელი განაჩენის პროექტს მიიტანს და ამბობს, რომ თუ მოსამართლე ობიექტურად მიუდგება საქმეს, კალანდიას პატიმრობიდან გაათავისუფლებენ.

„მე მოვიტანე გამამართლებელი განაჩენის პროექტი, რომლითაც ობიექტურად მიდგომის შემთხვევაში, მოსამართლემ კალანდია პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლოს, ვინაიდან მის მიმართ საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილია, პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია და პატიმრობის არანაირი საფუძველი არ არის. დასკვნით სიტყვაში ის წინაპირობები მაქვს მიმოხილული, რამაც ეს დანაშაული გამოიწვია, რომელმა სახელმწიფო უწყებამ რა ფუნქცია არ შეასრულა, რა დარღვევები იქნა საგამოძიებო მოქმედბების შედეგად გამოვლენილი“, - განაცხადა ზურაბ თოდუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics