|
2020-02-20 21:08:15, 1337 ნახვა
ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილმა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის მოადგილესთან საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობაზე ისაუბრა
შვედეთში მიმდინარე გაეროს საგზაო უსაფრთხოების მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის მოადგილე მეთიუ ბოლდვინთან. შეხვედრის დროს განხილული იქნა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. ამასთან, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის განვითარების საკითხები. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ევროკომისიის მხრიდან შესაძლო ტექნიკურ დახმარებაზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საგზაო უსაფრთხოების რეგიონალური ობსერვატორიის შექმნის საკითხზე. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მეთიუ ბოლდვინს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ტრანსპორტის სექტორის მხარდაჭერისთვის.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)