08:42 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 13:19:42, 1020 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ქვეყნის პოზიტიური ეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკის მდგრადობა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების რეიტინგებში აისახა

„ქვეყნის პოზიტიური ეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკის მდგრადობა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების რეიტინგებში აისახა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გასული წელი დასრულდა მნიშვნელოვანი დადებითი პარამეტრებით, რომელშიც დიდი წვლილი შეიტანა საგადასახადო შემოსავლების ადმინისტრირების გაუმჯობესებამ.

„2019 წლის ბიუჯეტი დავგეგმეთ ეკონომიკური ზრდის 4,5%-იან მაჩვენებელზე, თუმცა შიდა დაძაბულობისა თუ საგარეო შოკების მიუხედავად, ჩვენმა ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა. შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ  5,2% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობაზე ყურადღება გამახვილებულია ყველაზე მაღალი ნდობის მქონე სამივე სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში. განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, სწორედ ეკონომიკის მდგრადობაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რის გამოც სამივე კომპანიამ გაგვიუმჯობესა სუვერენული რეიტინგი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics