16:37 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 12:41:38, 1846 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ხვალ ოპოზიცია პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავს

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხვალ საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გამართავენ.

მისი თქმით, პროტესტის მიზეზი გენერალურ პროკურორად პლენარულ სხდომაზე ირაკლი შოთაძის წარდგენაა.

ოპოზიციის ლიდერი საზოგადოებას საპროტესტო აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ხვალ გვექნება მშვიდობიანი საპროტესტო ღონისძიება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 10 საათზე დაიწყება. ოპოზიციური პარტიები მოვუწოდებთ საზოგადოებას შევიკრიბოთ პარლამენტის გარშემო და გავაპროტესტოთ იმისათვის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი ერთიანობა და ის, რომ არ შევეგუებით ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოების იმ უკანონო ქმედებებს, რაც დღეს ხორციელდება. ირაკლი შოთაძე ეს არის უბრალოდ სახელი და გვარი. მისი ერთადერთი ღირსება და დამსახურება არის უშუალო ერთგულება და ყველა დავალების შესრულება ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის. ეს არის ერთადერთი პრინციპი, რომლითაც ის შეირჩა. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ არც კონკურსი ყოფილა და არც არაფერი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. ხვალ კი ის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics