15:47 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-12 12:19:07, 1805 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ოპონენტებს ვიწვევთ დიალოგის მაგიდასთან, რადგან კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია

„პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სახელით ოპონენტებს ვიწვევთ კვლავ დიალოგის მაგიდასთან“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამაუკა მდინარაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დიალოგი არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რაც არსებული გამოწვევების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას გულისხმობს.

„პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სახელით ოპონენტებს ვიწვევთ კვლავ დიალოგის მაგიდასთან, რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგს და კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის როგორც საზოგადოების მოლოდინი ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რაც პროცესების სტაბილიზაციას და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას გულისხმობს.

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს საელჩოს, რომელიც როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენც მოგვიწოდებს დიალოგისკენ და კვლავ არის მზად, შეასრულოს შუამავლის როლი პოლიტიკური დიალოგის პროცესში.

ვუერთდებით, საელოჩოს გულისტკივილს, რომ სასამართლოს გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენი და თავისუფლების აღკვეთის დრო, საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგს დაემთხვა და ავღნიშნავთ, რომ მართლმსაჯულების განხორციელების პრეროგატივა გააჩნია დამოუკიდებელ სასამართოს და არა რომელიმე პოლიტიკოსს.

ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგის პროცესსში, დეესკალაციის თუ კონსენსუსის მიღწევისათვის ოპტიმალური გზა იპოვოს ყველამ. გვსურს, ცალსახად დავაფიქსიროთ, რომ პოლიტიკა დანაშაულის ჩამდენი პირებისათვის ვერ იქნება ინდულგენცია და თავშესაფარი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics