15:47 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-12 10:28:52, 1309 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი - უგულავა უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და არა ციხის საკანში

„გიგი უგულავა უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და არა ციხის საკანში“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითიც ეხმაურება ოპოზიციური ლიდერის დაკავებას.

როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, ის შეშფოთებული საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით.

„ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით. ამ ქვეყანას პოლიტიკური ურთიერთობების გრძელი ისტორია აქვს. სამწუხაროდ, მტკივნეული აწმყო ხდება წარსული. ნებისმიერი პოლიტიკოსი და გიგი უგულავა, ერთ-ერთი მთავარი, უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და არა ციხის საკანში“, - წერს ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics