14:59 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 11:15:12, 1190 ნახვა

პოლიტიკა
სენატორი უგულავას დაკავებაზე - საქართველომ ოპოციურ პოლიტიკოსთა პოლიტიკური მოტივით შევიწროების გზა აირჩია

„იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ საქართველომ აირჩია, ოპოციურ პოლიტიკოსთა პოლიტიკური მოტივით შევიწროება“, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე, ჯეიმს რიში გიგი უგულავას დაპატიმრებას.

როგორც რიში ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაშლა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა დევანა მიუღებელია.

„იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ საქართველომ აირჩია, ოპოციურ პოლიტიკოსთა პოლიტიკური მოტივით შევიწროება. როგორც გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაშლა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა დევანა მიუღებელია“, - წერს ჯეიმს რიში.

ცნობისთვის, „ევრიპული საქართველოს“ ლიდერს, გიგი უგულავას ე.წ „ფონდის“ საქმეზე, უზენაესმა სასამართლომ გუშინ 3 წლითა და 2 თვით პატიმრობის აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics